ახალი ამბები

სააკაშვილი: არჩევნები ნორმალურად მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დარღევები დაფიქსირდა არჩევნებზე, ხმის მიცემის პროცესში „მშვიდ და ნორმალურ გარემოში მიმდინარეობს“.


„ამ არჩევნებს საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ უნდა შემოვიღოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების სტანდარტები. მოვუწოდებ თითოეულ ამომრჩეველს მივიდეს საარჩევნო უბანზე და ხმა მისცეს“, – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს.


მისი თქმით, არჩევნები აჭარაშიც მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. „თუმცა, ადგილობრივი ოპოზიცია შიშობს, რომ დღის ბოლოს ძალადობას ექნება ადგილი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


„იმედი გვაქვს, რომ ის ძალადობა, რომელსაც აჭარაში წინა-საარჩევნო პერიოდში ჰქონდა ადგილი, აღარ განმეორდება“, – დასძინა მან.


სააკაშვილი აღნიშნა, რომ იგი კმაყოფილია საარჩევნო პროცესით, თუმცა წუხს, რომ მისმა მეუღლემ ვერ მისცა ხმა. საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოფსი ნიდერლანდების მოქალაქეა.

მსგავსი/Related

Back to top button