ახალი ამბები

სამართალდამცველებმა საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე დააკავეს

სამართალდამცავმა ორგანოებმა დღეს სპეცოპერაციის შედეგად საგადასახადო დეპარტამენტის თავჯდომარის მოადგილე ვახტანგ ჩახნაშვილი დააკავეს. მას 500 ათასი ლარის მითვისებაში ედება ბრალი.


ვახტანგ ჩახნაშვილი უკვე გადაყვანილია გენერალურ პროკურატურაში, სადაც მოხდება მისი დაკითხვა. გენერალური პროკურორის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება და საგადასახადო დეპარტამენტში არსებული დარღვევების აღმოჩენა, რის შედეგადაც შესაძლოა სხვა პირების დაკავებაც გახდეს საჭირო.

Back to top button