
ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში მიემგზავრება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს საღამოს სტრასბურგში გაემგზავრება, სადაც იგი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სხდომაზე გამოვა სიტყვით.
ევროსაბჭოს პარლამენტარები სხდომაზე საქართველოში არსებულ სიტუაციას განიხილავენ.
ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვოლტერ შვიმერის ვიზიტი საქართველოში თებერვლის ბოლოს არის დაგეგმილი.