ახალი ამბები

აჭარა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

(თბილისი, 3 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი ასლან აბაშიძე ბოიკოტს უცხადებს 2004 წლის 4 იანვარს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს და აცხადებს, რომ აჭარის მოსახლეობა არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, თუ არჩევნები 7 თვით, მომავალი წლის ივნისამდე, არ გადაიდება.

მისი თქმით, ეს ვადა საკმარისია ქვეყანაში არსებულ სიტუაციაში გასარკვევად. ამის შესახებ მან მოსკოვში 3 დეკემბერს რუსულ საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასში” გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

“თუ საპრეზიდენტო არჩევნები არ გადაიდება, აჭარა არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. საქართველო ჯერ არ არის მზად ასეთი მაღალი დონის არჩევნების ჩასატარებლად”, – განაცხადა ასლან აბაშიძემ.

აჭარის ლიდერი მოსკოვში უკვე ერთი კვირაა იმყოფება და შეხვედრებს აწარმოებს რუსეთის მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლებთან. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button