ახალი ამბები

დონორი ქვეყნები საქართველოს არჩევნებს დააფინანსებენ

(თბილისი, 2 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საერთაშორისო დონორი ქვეყნები და ორგანიზაციები მზად არიან გამოყონ 6,4 მილიონი დოლარი, რათა საქართველოს 4 იანვარს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების და შემდეგ საპარლამენტო არჩევნების (რომლის თარიღიც ჯერჯერობით უცნობია) ჩატარებაში დაეხმარონ.

“დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ყველა ჩვენს მეგობარს, ეუთოს წევრ ქვეყნებს, ვინც მხარი დაგვიჭირა და დაგვეხმარა”, – განაცხადა საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა ნინო ბურჯანაძემ მაასტრიხტში ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას.

საქართველოს ბიუჯეტმა 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად 6 მილიონი ლარი გამოყო.   

Back to top button