
„წვრთნისა და აღჭურვისთვის“ მეხუთე ბატალიონი ემზადება
ამერიკული სამხედრო პროგრამის “წვრთნისა და აღჭურვის” მეოთხე ფაზა დასრულდა. რესპუბლიკის მოედანზე 13 დეკემბერს ამ პროგრამის ფარგლებში მომზადებული 111-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის გამოსაშვები აღლუმი მოეწყო, რომელსაც პრეზიდნეტობის მოვალეობის შემსრულებელი, ქვეყნის მთავარსარდალი ნინო ბურჯანაძე და დროებითი მთავრობის სხვა წარმომადგენლები დაესწრენ.
“გილოცავთ წვრთნის მეოთხე ფაზის წარმატებულად დასრულებას. ამერიკელი ინსტრუქტორების დახმარებით გახდა შესაძლებელი თქვენი საერთაშორისო სტანდარტების დონზე მომზადება” – განაცხადა პრეზიდენტობის მოვალეობის შესრულებელმა ნინო ბურჯანაძემ.
111-ე ბატალიონი წვრთნებს სამი თვის განმავლობაში, კრწანისის სასწავლო ბაზაზე გადიოდა ამერიკელი ინსტრუქტორების ზედამხედევლობის ქვეშ. მომზადებულია 560-მდე ჯარისკაცი.
“მე სიამოვნებით გავყვებოდი ამ ბატალიონის ბიჭებს მსოფლიოს ნებისმიერ ცხელ ნაწილში და ვიმსახურებდი მათთან ერთად. მინდა მივმართო ქართველ ხალხს და გითხრათ ამ 13 კვირის განმავლობაში 111-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შსს და საზღვრის დაცვის ჯარისკაცები მეტად სახიფათო სწავლებას ვაზიარეთ. მათ ყველა სირთულეს თავი სიმამაცით გაართვეს” – განაცხადა ამერიკელმა მაიორმა ჩარლზ ვესტერნმა. დეკემბრის დასაწყისში, საქართველოში ერთ დღიანი ვიზიტით მყოფი აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი, საქართველოს პირველ პირებთან შეხვედრამდე, კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე გაემბზავრა სადაც ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები ქართველ ჯარისკაცებს წვრთნიდნენ. “პროგრამა წარმატებით ხორციელდება“ – განაცხადა დონალდ რამსფელდა თბილისში ყოფნისას.
ამერიკელების სამხედრო სფეროში დახმარების მიზნით “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამა 2001 წელს დაიწყო და 2004 წლის მაისის თვეში უნდა დასრულდეს. სულ საერთაშორის სტანდარტების დონეზე გაწვრთნილია 4 ბატალიონი. იანვარში დაიწყება კიდევ ერთი, მექანიზირებული ბატალიონის წვრთნა.
“თბილისში უკვე იმყოფება ამერიკის ახალი საზღვაო ქვეითი ნაწილის და მეზღვაურთა წარმომადგენლებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც წვრთნისა და აღჭურვის შემდგომ ფაზას გააგრძელებს. ასევე მალე შეიქმნება ამ პროგრამის ფარგლებში გაწვრთნილი მექანიზირებული ბატალიონი, რომელიც წინასწარ წვრთნას უკვე გადის” – განაცხადა აშშ-ს სრულუფელბიანმა ელჩმა საქართველოში რიჩარდ მაელსმა.
“საქართველოს ოფიციალური განცხადება ნატოში გაწევრიანების დიდი სურვილის შესახებ გვავალდებულებს სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად შეიარაღებული ძალების დასავლურ სტანდარტებზე გარდაქმნას. ამ მხრივ აშშ-ს ძალისხმევა გამორჩეულია. პროგრამა გეგმის მიხედვით ხორციელდება. საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ეს პროგრამა წარმატებულად განხორციელდეს, ვინაიდან პროგრამა გვაძლევს მყარ საფუიძველს პროფესიონალური არმიის შესაქმნელად, ” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
“წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის ძირითადი ეტაპის დასრულების მიუხედავად საქართველოსთვის სამხედრო სფეროში დახმარების გაგრძელების და ახალი პროგრამის დაწყების შესახებ მხარდაჭერას გამოთქვავს ამერიკული მხარე. ამ დახმარების შესახებ მხარეებს შორის უკვე მიღწეულია შეთანხმება. დავით თევზაძის ინფორმაციით, მისი 14-20 ოქტომბერს ამერიკაში ვიზიტის დროს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც მიზნად ისახავს დაფინანსების გამოყოფას და ქართველი ჯარისკაცების სამხედრო მომზადების გაგრძელებას.
რიჩარდ მაელსმა მადლიერებით აღნიშნა, რომ საქართველოს უკვე ჰყავს 70 ჯარისკაცი ერაყში, მათ შორის სამხედრო ექიმები და გამნაღმველები, რომლებიც შესაბამისი წვრთნის გავლის შემდეგ თიქრითში აგვიტოში გაემგზავრნენ.
“საქართველო აკეთებს თამამ განაცხადს იმის შესახებ, რომ მომავალ გაზაფხულზე ერაყში გაიგზავნება ახალი ბატალიონი 500 კაცის შემადგენლობით. თქვენს წინაშე ბევრი პრობლემა არსებობს, მაგრამ თქვენ დაამტკიცეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ მათი დაძლევა. წარმატებას გისურვებთ და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ მას მიაღწევთ. ჩვენ კი ჩვენი მხრიდან მზად ვართ დახმარება გაგიწიოთ” – განაცხადა რიჩარდ მაელსმა.