ახალი ამბები

ხელისუფლების მხარდამჭერმა პარტიებმა წინასაარჩევნო ბლოკი ჩამოაყალიბეს

(თბილისი, 7 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – ხელისუფლების მხარდამჭერი პარტიების წარმომადგენლებისა და პრეზიდენტ ედუარდ შევადნაძის შეხვედრაზე 5 აპრილს სახელმწიფო კანცელარიაში ჩამოაყალიბეს წინასაარჩევნო ბლოკი შევარდნაძის მეთაურობით.

საარჩევნო ბლოკში შევიდნენ საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, სოციალისტური პარტია და ახლახანს ჩამოყალიბებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა “დიდი აბრეშუმის გზა” საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელის აკაკი ჩხეიძის მეთაურობით.

ოქტომბრისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბლოკის მომზადებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფო მინისტრს ავთანდილ ჯორბენაძეს დაეკისრა.

გაზეთ “24 საათის” ინფორმაციით, შეხვედრაზ ქვემო ქართლის გუბერნატორი ლევან მამალაძეც ესწრებოდა.

სოციალისტური პარტიის ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ვახტანგ რჩეულიშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო ბლოკი კონსულტაციების გამართვას აპირებს სხვა პოლიტიკურ ძალებთანაც ბლოკთან მიერთების თაობაზე, თუმცა რჩეულიშვილი არ აკონკრეტებს, რომელ ძალებზეა საუბარი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button