ახალი ამბები

ცსკო ხმების გადათვლას შეუდგება

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 30 ივლისი, 2002) – დღეს საქართველოს ცენტრალური საარცევნო კომისია 2002 წლის 2 ივნისის ადგილობრივ არჩევნებში თბილისელი ამომრჩევლების მიერ მიცემული ხმების გადათვლას უნდა შეუდგეს.

ცსკო-მ ხმების ხელახლა დათვლის ვადა მხოლოდ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ზეწოლის შემდეგ განსაზღვრა. ეს კომისია არჩევნების დროს მომხდარ დარღვევებს იკვლევს.

ივსნისის ბოლოს თბილისის საოლქო სასამართლომ დააკმაყოფილა ახალი ნაციონალური მოძრაობის სარჩელი თბილისში მიცემული ხმების ხელახლა დათვლასთან დაკავშირებით, რასაც ნაციონალები არჩევნებზე მომხდარი მრავალი პროცედურული დარღვევის გამო მოითხოვდნენ.

თუ ბიულეტენების 20% ანულირებული იქნება, თბილისში ადგილობრივი არცევნები განმეორებით დაინიშნება.

2 ივნისის ადგილობრივი არცევნების შედეგად, თბილისის საკრებულოში ადგილების უმრავლესობა ლეიბორისტულ პარტიას და ახალ ნაციონალურ მოძრაობას ხვდა წილად.

მსგავსი/Related

Back to top button