ახალი ამბები

არჩევნებზე დარღვევების შემსწავლელი კომისიის სხდომა

(თბილისი, 11 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – 10 ივლისს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა შედგა, რომელიც 1999 წლიდან დღემდე ჩატარებულ ყველა არჩევნებზე დაშვებულ დარღვევებს შეისწავლის, მათ შორის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებსაც, გამოკლებული დეპუტატების ადგილებისთვის ჩატარებული არჩევნების ჩათვლით.

სხდომაზე აღინიშნა, რომ კომისია შეისწავლის მხოლოდ იმ დარღვევებს, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და შესწავლილ მასალებს გადასცემს პროკურატურას.

კომისია, რომელსაც დეპუტატი ზაქრო ქუცნაშვილი ხელმძღვანელობს, ერთი თვის წინ შეიქმნა სამთვიანი ვადით და გუშინდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ, შესაძლოა, საჭირო გახდეს კომისიის მუშაობის ვადის გაგრძელება.

გუშინდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაშვებული დარღვევების შესწავლა ვერ მოხერხდება, რადგან ამ არჩევნების მთელი დოკუმენტაცია განადგურებულია.

მსგავსი/Related

Back to top button