ახალი ამბები

თბილისის თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგები

(თბილისი, 10 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.

თბილისის 394-ვე საარჩევნო უბანში დათვლილი ხმების მიხედვით თბილისის საკრებულოში ადგილების ყველაზე დიდი რაოდენობა ლეიბორისტულ პარტიას ერგო. საბოლოო ჯამში ადგილები თბილისის საკრებულოში ასე გადანაწილდა:

1.&ნბსპ;საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 25.5% – 16 ადგილი
2.&ნბსპ;ბლოკი “ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატიული ფრონტი” – 23.7% – 15 ადგილი.
3.&ნბსპ;ახალი მემარჯვენეები – 11.36% – 6 ადგილი
4.&ნბსპ;ქრისტიან-კონსერვატიული პარტია – 7.27% – 4 ადგილი
5.&ნბსპ;ბლოკი “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” – 7.13% – 4 ადგილი
6.&ნბსპ;ბლოკი “აღორძინება – XXI” – 6.34% – 3 ადგილი
7.&ნბსპ;ბლოკი “ერთობა” – 4.13% – 2 ადგილი

Back to top button