ახალი ამბები

არასამთავროებო ორგანიზაციები რუსთავში მცირე დარღვევებს აფიქსირებს

(თბილისი, 9 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის ინფორმაციით, რომელიც რუსთავში მიმდინარე არჩევნებზე მონიტორინგს ახორციელებს, არჩევნების მსვლელობისას მხოლოდ მცირე პროცედურული დარღვევები შეინიშნება.

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის წარმომადგენლმა თამუნა ქალდანმა ‘სივილ ჯორჯიას” განუცხადა, რომ ამ დროისათვის ძირითად დარღვევას საარჩევნო ბიულეტენებზე ბეჭდის დაურტყმელობა წარმოადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამგვარი ბიულეტენები ანულირებული იქნება. ქალდანის თქმით, აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით საჩივარი უკვე შეტანილ იქნა.

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის ინფორმაციით, რუსთავის ზოგიერთ საარჩევნო უბანში მათ წარმომადგენლებს მონიტორინგის განხორციელებაზე უარი განუცხადეს. თუმცა, ეს პრობლემა მალე მოგვარდა.

Back to top button