ახალი ამბები

საქართველო ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანათა შორის მოხვდა

(თბილისი, 8 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – კორუფციის დონის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალეობის" (Transparency International) ყოველწლიურ მოხსენებაში საქართველოს ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნებს შორის უკავია ადგილი. 

იმ 133 ქვეყანას შორის, რომლებიც სიაშია შესული, საქართველოს 127-ე ადგილზეა 1.8 ქულით. 

ქვეყნების შეფასება ხდება 0-დან (ყველაზე მეტად კორუმპირებული) 10-მდე (ყველაზე არაკორუმპირებული)  შკალაზე. 

"კორუფცია ყოვლისმომცველია ბანგლადეშში, ნიგერიაში, ჰაიტში, პარაგვაიში, ტაჯიკეთში, საქართველოში, კამერუნში, აზერბაიჯანში, ანგოლაში, კენიაში და ინდონეზიაში", – ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალეობის" მოხსენებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button