ახალი ამბები

ვლადიმერ პუტინი მესხეთელი თურქების საქართველოში დაბრუნებაზე ზრუნავს

(თბილისი, 4 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მესხეთელი თურქების საქართველოში დაბრუნების მომხრეა. მისი თქმით, მათ უფლება აქვთ დაბრუნდნენ საკუთარ სამშობლოში.

“საკითხის მოგვარების მიზნით ქართულ მხარესთან არაერთხელ შედგა შეხვედრა, თუმცა უშედეგოდ, ქართული მხარე ჯერ-ჯერობით მზად არ არის პრობლემის მოგვარებისთვის”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა 3 ოქტომბერს.

მისი თქმით, საკითხის მოგვარებამდე და მესხეთელი თურქების საქართველოში დაბრუნებამდე ისინი ნორმალურ ვითარებაში უნდა ცხოვრობდნენ და იცავდნენ რუსეთის კანონებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button