ახალი ამბები

მოსკოვი და თბილისი სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

(თბილისი, 2 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფება რუსეთის სამთავრობო დელეგაცია, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოს ხელისუფლებასთან რუსული ბაზების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის თაობაზე.

ქართული მხარე მოითხოვს, რომ რუსეთმა თავისი ბაზები ახალქალაქიდან და ბათუმიდან 3 წლის ვადაში გაიყვანოს, მაშინ როცა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ამ ბაზების გაყვანას 14 წელი ესაჭიროება.

საქართველო ასევე მოითხოვს გუდაუთის სამხედრო ბაზაზე მონიტორინგის ჩატარებას. რუსეთი აცხადებს, რომ მან შეასრულა 1999 წლის სტამბულის შეთანხმება და გუდაუთის ბაზიდან შეიარაღება და პირადი შემადგენლობა გაიყვანა, თუმცა ქართულ მხარეს ამაში ეჭვი ეპარება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button