skip to content
ახალი ამბები

პირველი ქართული სამხედრო შენაერთი ერაყში მიემგზავრება

(თბილისი, 3 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – პირველი ქართული სამხედრო შენაერთი 3 აგვისტოს ერაყში გაემგზავრება. აშშ ელჩი რიჩარდ მაილსი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე და სხვა ოფიციალური პირები ქართულ შენაერთს ალექსეევკის სამხედრო აეროდრომიდან გააცილებენ.
 
სამხედრო შენაერთის შემადგენლობაში შედიან კოჯრის სპეციალური ბატალიონის 34 ქვეითი ჯარისკაცი, 20-კაციანი სამედიცინო შენაერთი და 15-კაციანი საინჟინრო შენაერთი.
 
გენერალური შტაბის მეთაურმა გენერალ ჯონი ფირცხალაიშვილმა წინასწარ შეამოწმა შენაერთი და განაცხადა, რომ ისინი მზად არიან თავიანთი მისიის შესასრულებლად.
 
ქართული მხარე ასევე მუშაობს შემდეგი შენაერთის მომზადებაზე ერაყში გასამგზავრებლად.
 
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც დახმარება აღუთქვა ამერიკის შეერთებულ შტატებს ტერიროზმის წინააღმდეგ გლობალური ომის საქმეში.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button