ახალი ამბები

პარლამენტი საარჩევნო კოდექსის მეორე მოსმენით განხილვას იწყებს

(თბილისი, 30 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე საარჩევნო კოდექსის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო.

პარლამენტის გუშინდელი სხდომა უშედეგოდ დასრულდა. დეპუტატებმა ვერ შეძლეს საარჩევნო კოდექსის მეორე მოსმენით განხილვის დაწყება, ვინაიდან ფრაქცია “აღორძინებამ” და სახელისუფლებო ფრაქციებმა ეჭვქვეშ დააყენეს პარლამენტის მიერ 24 ივლისს პირველი მოსმენით მიღებული საარჩევნო კოდექსის ლეგიტიმურობა.

ამჟამად დეპუტატები განიხილავენ საკითხს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) თავჯდომარის არჩევის წესის თაობაზე. აშშ-ის ადმინისტრაციის რეკომენდაციების თანახმად, კომისიის თავჯდომარეს ეუთო წარადგენს და პრეზიდენტი ან ცსკოს წევრები დაამტკიცებენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button