skip to content
ახალი ამბები

საქართველო რუსეთს საშინაო საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს

(თბილისი, 17 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – 16 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ ქართულ-ამერიკულ სამხედრო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მიღებული განცხადება “საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობაა”.

“რუსი დეპუტატების ასეთი ნაბიჯი ხელს უსლის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო-პოლიტიკური უწყების განცხადებაში.

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ 16 აპრილს 350 ხმით 3 წინააღმდეგ მიიღო განცხადება, რომელიც საქართველო-აშშ შორის სამხედრო სფეროში დადებული ხელშეკრულება თბილისის მხრიდან არამეგობრულ ნაბიჯად შეაფასა.

რუსი დეპუტატების განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ხელშეკრულებით საქართველოს ტერიტირიაზე აშშ-ს სამხედროებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება ეძლევათ, ასევე შესაძლებელია სამხედრო ტექნიკის და აღჭურვილობის განთავსება.
 
“ამის უფლება არასდროს არ ჰქონია რუსეთის სამხედრო შენაერთებს, რომლებიც საქართველოში იყო და არის განლაგებული”, – ნათქვამია რუსეთის სათათბიროს მიერ მიღებულ განცხადებაში.

საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიციერბა პარლამენტში მარტის თვეში მოხდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button