skip to content
ახალი ამბები

ჟვანია ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს

(თბილისი, 18 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – გაერთიანებული დემოკრატების ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ ოპოზიციურ ძალებს გაერთიანებისკენ მოუწოდა ოქტომბრისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ.

“ფართო ოპოზიციური გაერთიანების ფორმირების შემთხვევაში მზად ვარ უარი ვთქვა ამ გაერთიანების ლიდერობაზე და ბოლო ადგილი დავიკავო საარჩევნო სიაში”, – განაცხადა დღევანდელ საგანგებო პრეს-კონფერენციაზე ზურაბ ჟვანიამ.

“დროა უარი ვთქვათ უთანხმოებებზე და თანამშრომლობა დავიწყოთ”, – დაამატა მან.

ჟვანიამ ასევე განაცხადა, რომ გაერთიანებული დემოკრატები აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებენ ოპოზიციურ პარტიებთან – ნაციონალურ მოძრაობასთან, ახალ მემარჯვენეებთან და ტრადიციონალისტებთან.

მან ასევე აღნიშნა, რომ გაერთიანებული დემოკრატები მოლაპარაკებებს აწრმოებენ პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთანაც.

ბურჯანაძემ 17 აპრილს დაადასტურა, რომ აქტიურად მონაწილეობს მოლაპარაკებებში სხვადასხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან თანამშღომლობის მიზნით, თუმცა მან თავი შეიკავა ამ ძალების დასახელებისგან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button