skip to content
ახალი ამბები

შევარდნაძის ვიზიტი უკრაინაში

(თბილისი, 22 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 22-23 აპრილს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება.

შევარდნაძე თავის უკრაინელ კოლეგას ლეონიდ კუჩმას შეხვდება, სადაც საქართველოსა და უკრაინას შორის ორმხრივი თანამშრომლობის პრობლემებს განიხილავენ.

შევარდნაძე ასევე მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე – “უკრაინა და საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოების ახალი სისტემის ფორმირების პროცესში – გამოცდილება, მიღწევები, შესაძლებლობები”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button