ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე თბილისში

(თბილისი, 2 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – 2 მაისს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე მენეჯმენტის დარგში გრანტ გრინი თბილისში ერთ დღიანი ვიზიტით ჩამოდის.

თბილისში ამერიკის საელჩოს ცნობით გრანტ გრინი მოინახულებს 8 ჰექტარის ფართობის სამშენებლო ტერიტორიას დიდ დიღომში, სადაც აშენდება აშშ-ს საელჩოს ახალი კომპლექსი.

მშენებლობა სამ თვეში დაიწყება, რომელიც გეგმის მიხედვით უნდა დასრულდეს 2006 წლის მარტში და 114 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდება. საელჩოს ახალი კომპლექსი აშენდება აშშ-ს მთავრობის მიერ საელჩოებისთვის დაწესებული არქიტექტურული სტანდარტის მიხედვით.

სახელმწიფო მდივნის მოადგილე გრინი ერთი დღით ჩამოდის თბილისში. შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაგეგმილი არ არის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button