ახალი ამბები

საქართველოს ნატო-ს ექსპერტები ეწვევიან

(თბილისი, 5 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს საქართველოში ნატო-ს სამხედრო ექსპერტების დელეგაცია ჩამოდის, რომლის ვიზიტის მიზანიცაა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნატო-ში გასაწევრიანებლად აუცილებელი რეფორმების მიმდინარეობის შემოწმება.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ექსპერტთა დელეგაცია შეხვედრებს გამართავს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან და რამდენიმე სამხედრო ნაწილს მოინახულებს.

ნატო-ს სამხედრო ექსპერტები საქართველოში ყოველწლიურად ჩამოდიან 1999 წლიდან მოყოლებული და საქართველოს არმიაში მიმდინარე რეფორმებს აფასებენ.

14 მაისს საქართველოში ჩამოსვლას აპირებს ნატო-ს გენერალური მდინანი ჯორჯ რობერტსონი.

გასული წლის ნოემბერში პრაღაში გამართულ ნატო-ს სამიტზე გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ოფიციალური განცხადება გააკეთა ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების სურვილის თაობაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button