ახალი ამბები

დაარსდა ახალი მოძრაობა “ჩვენ თვითონ”

(თბილისი, 5 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს თბილისში დაარსდა ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის “ჩვენ თვითონ” თბილისი რეგიონალური ორგანიზაცია. მოძრაობას სათავეში უდგას სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ბაკურ გულუა.

როგორც ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, მათი მთავარი მიზანია აფხაზეთის დაბრუნება საქართველოს იურისდიქციაში, ხოლო მოახლოებულ საპარლამენტო არცევნებზე ისინი ლობირებას ცალკეულ პიროვნებებს გაუწევენ. ახლო მომავალში მოძრაობის დამფუძნებელი ყრილობა შედგება.

სოფლის მეურნებობის მინისტრის პოსტზე ყოფნისას ოპონენტები ბაკურ გულუას კორუფციასა და უფლებამოსილებების პირადი მიზნებით გამოყენებაში ადანაშაულებდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button