ახალი ამბები

პატიმრებმა შიმშილობის მასობრივი აქცია შეწყვიტეს

(თბილისი, 7 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ციხეებში პატიმრებმა შიმშილობის აქცია შეწყვიტეს. ამის მიზეზი სპეციალური კომისიის შექმნაა, რომელიც პატიმრების საქმეს ხელახლა განიხილავენ.

ამ მიზნით იუსტიციის მინისტრი როლანდ გილიგაშვილი და გენერალური პროკურორი ნუგზარ გაბრიჩიძე დღეს ქუთაისის და გეგუთის კოლონიებს მოინახულებენ.

კომისიში გაწევრიანებული არიან გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები, ნუგზარ გაბრიჩიძის მოადგილე გიორგი თვალავაძე და სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი.

კომისია სავარაუდოდ ერთ კვირაში დაასრულებს მუშაობას.

4500-მდე პატიმარი 30 აპრილიდან შიმშილობის აქციაში მონაწილეობდა რომლის მონაწილენიც მათი საქმეების ხელახალ გადასინჯვას და ვადაზე ადრე გათავისუფლებას მოითხოვდნენ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button