ახალი ამბები

პრეზიდენტი უკმაყოფილოა პარლამენტში მიმდინარე მოვლენებით

(თბილისი, 12 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ უკმაყოფილება გამოხატა პარლამენტის მუშაობის გამო და უსაფუძვლო უწოდა პარლამენტის თვამჯდომარის ნინო ბურჯანაძის მიერ სახელმწიფო ტელევიზიის პირევლი არხის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას.

“შეიძლება პირველი არხი მართლაც დეტალურად და ობიექტურად არ აშუქებს პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ არსებობს სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია, სადაც მოსახლეობას თავად შეუძლია შეაფასოს იქ მიმდინარე მოვლენები”, – განაცხადა შევარდნაძემ დღევანდელ რადიოინტრევიუში პარლამენტში ბოლო დროს მომხდარი მოვლენების კომენტირებისას.

მისი თქმით, პარლამენტმა უფრო ნაყოფიერად უნდა იმუშაოს და დეპუტატებმა პატივი უნდა სცენ პარლამენტარიზმს. ასევე, მისი თქმით, უნდა აღიკვეთოს ისეთი ინციდენტები, როგორიც დეპუტატაბის ფიზიკური შეურაცყოფაა. ვიცე-სპიკერის ვახტანგ რჩეულიშვილის ცემის ფაქტს პრეზიდენტი წინასწარ ორგანიზებულ ქმედებად მიიჩნევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button