ახალი ამბები

დავით შენგელია უარყოფს ხმებს პარტიზანების მობილიზაციის შესახებ

(თბილისი, 12 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარტიზანული მოძრაობა “ტყის ძმების” ყოფილი მეთაური, გალის რაიონის ქართული ადმინისტრაციის გამგებლის მოადგილე დავით შენგელია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას პარტიზანების მიერ მობილიზაციის გამოცხადებისა და ტყეში გასვლის თაობაზე.

“არ გამოვრიცხავ, რომ ეს პროვოცირებული იყოს გარკვეული ძალების მხრიდან, რაც სიმართლეს არ შეეფერება”, – აცხადებს შენგელია და ყველა პარტიზანს მოუწოდებს არ აყვნენ პროვოკაციას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button