ახალი ამბები

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი ბაქო-ჯეიჰანის პროექტისთვის კრედიტს გამოყოფს

(თბილისი, 13 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – როგორც პრეზიდენტმა შევარდნაძემ 12 მაისის რადიოინტერვიუში განაცხადა ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუცქციის ბანკი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობისთვის შემოდგომაზე 400 მილიონ დოლარიან კრედიტს გამოყოფს.

პრეზიდენტი შევარდნაძე 3-4 მაისს ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე იმყოფებოდა ტაშკენტში.

აპრილის ბოლოს აზერბაიჯანის ნავთობკორპორაციის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ეკოლოგიური პრობლემების გამო ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიდან სესხის მიღება ჭიანურდება, თუმცა იქვე დასძინა, რომ ეს ნავთობსადენის მშენებლობაზე გავლენას არ იქონიებდა, რადგან აზერბაიჯანი საკუთარი სახსრებით შეეცდებოდა მიუღებელი თანხების დაფარვას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button