ახალი ამბები

ქართული მხარის მოლაპარაკებები “გაზპრომთან”

(თბილისი, 20 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის წარმომადგენელის ალექსანდრე გუცერიძის და “გაზპრომის” მეთაურის ალექსანდრ მილერის შეხვედრა 20 მაისს მოსკოვში მომავალში ამ კომპანიებს შორის შესაძლო თანამშრომლობის საკითხს მიეძღვნა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მოწოდების ალტერნატიული გზა, ასევე მაგისტრალური მილების საშუალებით საქართველოს გავლით სომხეთის გაზით მომარადების პერსპექტივა.

კონსესუსის მიღწევის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოს რუსეთიდან ბუნებრივი აირი კომპანია “გაზექსპორტმა” მიაწოდოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button