ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე “ვილნიუსის ათეულის” სეხვედრას დაესწრება

(თბილისი, 20 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – 20 მაისს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ერთდღიანი ვიზიტით ლიტვაში მიემგზავრება. იგი დაესწრება “ვილნიუსის ათეულის” შეხვედრას.

ბურჯანაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური თბილისი გაწევრიანებული არ არის ათეულში, ქართული მხარე მიწვეულია და მოანწილეობას მაინც მიიღებს, რაც ამ ქვეყნების კეთილგანწყობაზე მეტყველებს.

“ვილნიუსის ათეულში” გაერთიანებული არიან ის ქვეყნები, რომლებიც ნატოში გაწვერიანების პერსპექტივა გააჩნიათ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button