ახალი ამბები

შევარდნაძეს სანკტ-პეტერბურგში გამგზავრებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია

(თბილისი, 27 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს ჯერ არ გადაუწყვეტია გაემგზავრება თუ არა სანქტ-პეტერბურგში ქალაქის 300 წლისთავის აღსანიშნავ საიუბილეო ღონისძიებებზე.

არსებული ინფორმაციით, სანქტ-პეტერბურგში ასევე მიემგზავრება აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დელეგაცია.

“ჩევნ ოფიციალური წერილით მივმართეთ სანკტ-პეტერბურგის ხელმძღვანელობას აფხაზი დელეგაციის მიწვევასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ასეთი ოფიციალური მიპატიჟების წერილი მათ არ გაუგზავნიათ აფხაზებისთვის”, – განაცხადა პრეზიდენტ შევარდნაძის პრეს-მდივანმა კახა იმნაძემ.

მისი თქმით, პრეზიდენტი ორ დღეში მიიღებს გადაწყვეტილებას სანქტ-პეტერბურგში გამგზავრების შესახებ. პრეზიდენტის გამგზავრება 30 მაისს იყო დაგეგმილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button