ახალი ამბები

გატაცებული ბიზნესმენი გაათავისუფლეს

(თბილისი, 2 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – 11 მაისს სვანეთში გატაცებული ქართველი ბიზნესმენი გოგი ფილფანი დღეს გაათავისუფლეს.

როგორც ფილფანმა დღესვე “სივილ ჯორჯიას” აცნობა, გათავისუფლება მისი ნათესავებისა და მეგობრების მიერ გამტაცებლებთან მოლაპარაკებების საფუძველზე მოხდა.

“გამტაცებლები 40 ათას აშშAდოლარს ითხოვდნენ, თუმცა ჩვენ თანხა არ გადაგვიხდია”, – განაცხადა გოგი ფილფანმა.

ბიზნესმენმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიციას მის განთავისუფლებასთან არაფერი აქვს საერთო. “მე არც კი მიცნობებია პოლიციისთვის ჩემი გათავისუფლების შესახებ, ასე რომ გამტაცებლები არ დაუკავებიათ”, – ამბობს ფილფანი.

ფილფანის განცხადებით, გამტაცებლებს იგი სვანეთში, აფხაზეთის მახლობლად ჰყავდათ გადამალული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button