skip to content
ახალი ამბები

შევარდნაძე წესრიგს მოითხოვს

(თბილისი, 4 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ მთავრობის საგანგებო შეკრების მოწვევის აუცილებლობის საკითხი დააყენა, რომელზეც უნდა შემუშავდეს სპეციალური ღონისძიებები ქვეყანაში წესრიგის დასამყარებლად.

ოპოზიციის მიერ 3 ივნისს ორგანიზებული საპროტესტო აქციის კომენტირებისას, შევარდნაძემ ამ აქციას “ინციდენტი” და ამავე დროს არაკანონიერი უწოდა.

“ნუ შეგეშინდებათ სიტყვის “საგანგებო შეკრება”. წესრიგის უზრუნველყოფა აუცილებელია სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურები ჩაერთვებიან იმ ღონისძიებების შემუშავებაში, რომლებიც აუცილებელია ქვეყანაში წესრიგის დასამყარებლად. თუმცა, პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა რა ღონისძიებებს გულისხმობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button