ახალი ამბები

საგანგებო თათბირზე გაეროს დამკვირვებელთა გატაცების შესახებ იმსჯელეს

(თბილისი, 7 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – სახელმწიფო კანცელარიაში დღეს საგანგებო თათბირი გაიმართა, სადაც ძალოვანი სტრუქტურის პირველი პირები ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად კოდორის ხეობაში ორი დღის წინ დაუდგენელი პირების მიერ გაეროს სამხედრო დამკვირვებლების გატაცების საკითხს განიხილავდნენ.

“თუ ისინი ამჟამად კვლავ კოდორში არიან, მაშინ იქიდან ვერ გავლენ”, – აცხადებს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე.

ძალოვანი სტრუქტურის პირველი პირებისთვის ჯერ-ჯერობით გაურკვევლია გატაცებულების ადგილსამყოფელი.

ინციდენტი 5 ივნისს მოხდა, როდესაც გაეროს დამკვირვებელთა მისია რეგულარულ პატრულირებას აწარმოებდა კოდორის ხეობაში. თავდამსხმელებმა გაიტაცეს გაეროს წარმომადგენლები – ორი დამკვირვებელი, ერთი ექიმი და ქართველი თარჯიმანი – და მათი თანმხლები რუსი სამშვიდობოები. ეს უკანასკნელნი მაშინვე გაათავისუფლეს, ხოლო გაეროს წარმომადგენლები კვლავ მათ ხელში იმყოფებიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button