ახალი ამბები

ხელისუფლება მზად არის მოლაპარაკებებისთვის გამტაცებლებთან

(თბილისი, 9 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე საგანგაშოს უწოდებს კოდორის ხეობაში გაეროს დამვირვებლების გატაცების ფაქტს და სრულ მობილიზებას აცხადებს, რათა არავითარი საფრთხე არ შეექმნათ გატაცებულებს.

“ასეთი ქმედების ჩადენა მხოლოდ ქვეყნის არაკეთილმოსურნე ადამიანს შეეძლო. ვიმედოვნებ, რომ გამტაცებლებს იპოვიან და საკადრის სასჯელსაც მიუზღავენ, თუმცა ხელისუფლება მზად არის წავიდეს მოლაპარაკებაზე გამტაცებლებთან, რათა არანაირი საფრთხე არ შეექმნათ გაეროს დამკვირვებლებს”, – განაცხადა დღევანდელ რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უკვე მობილიზებულია უშიშროების და თავდაცვის სამინისტროები და კოდორის ადგილობრივი ხელმძღვანელობა.

გატაცებულთა შორის არიან კლაუს ოტი და ერბერტ ბაუერი გერმანიიდან, ჰერნიკ სოერენსენი დანიიდან და მათი ქართველი თარჯიმანი ლაშა ჩიკაშუა. როგორც ცნობილია, გაეროს თანამშრომლები 5 ივნისს პატრულებისას გაიტაცეს კოდორის ხეობიდან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button