ახალი ამბები

ზუგდიდში თურქი ბიზნესმენი გაიტაცეს

(თბილისი, 10 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ზუგდიდში 9 ივლისს 26 წლის თურქი ბიზნესმენი აირონ ნექი დიგი გაიტაცეს.

ზუგდიდის პროკურორის მურთაზ ნარმანიას ცნობით, თურქ ბიზნესმენს უცნობი შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს, სასტიკად სცემეს და თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის მოსაზღვრე სოფელ შამგონას მიმართულებით წაიყვანეს.

ცნობილია, რომ თურქი ბიზნესმენი ხე-ტყის ბიზნესში იყო ჩართული. ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურები გატაცებულის ადგილსამყოფელის დადგენაზე მუშაობენ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button