skip to content
ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტრომ ცსკო-ს “მკვდარი სულებისა” და პატიმრების სია წარუდგინა

(თბილისი, 1 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – იუსტიციის სამინისტრომ დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას “მკვდარი სულების” და პატიმართა სიები წარუდგინა, რათა არჩენების დროს არ მოხდეს ამ ხმებით მანიპულაცია.

სულ, იუსტიციის სამინისტროს სიებში შეყვანილია 350 ათასი პიროვნება, რომელიც გასული 10 წლის განმავლობაში გარდაიცვალა და რომელთაც ხმის მიცემის უფლება ქონდათ. ცსკო-ს ასევე გადაეცა 1200 მსჯავრდებულის სია, რომელებსაც არჩენებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ.

ამომრჩეველთა სიების დადგენაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს. უკვე დასრულებულია პირველი ეტაპი, ახლა მიმდინარეობს სიების გადამოწმება. საბოლოო სიები 1 სექტემბერს გამოქვეყნდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button