skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტს სსფ-ის მისიის დადებითი დასკვნის იმედი აქვს

(თბილისი, 30 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ თბილისში ორკვირიანი ვიზიტით მყოფი სავალუტო ფონდის მისიის მიერ შედგენილი საბოლოო დოკუმენტი მკაცრი არ იქნება საქართველოსთვის და დახმარებას გაუწევს ქვეყანას შემდგომში მსოფლიო ფინანსურ ცენტრებთან თანამშრომლობში.

“ძნელად თუ გავივლიდით იმ რთულ ეკონომიკურ გზას, რომ არა საფინანსო ორგანიზაციების რეკომენდაციები და დახმარება. ჩვენ ბევრის გაკეთება შევძელით, თუმცა აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას კიდევ ბევრი რეკომენდაცია აქვს გასათავლისწინებელი”, – განაცხადა დღევანდელ რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა.

იგი მადლობას უხდის ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციას დახმარებისთვის, მათ შორის მსოფლიო ბანკს, რომელიც ყოველწლიურად გარკვეული რაოდენობის თახას გამოყოფს სხვადასხვა პროექტების დასაფინანსებლად. პრეზიდენტის განცხადებით, მათი დახმარება უკვე 600 მლნ დოლარს აღწევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button