skip to content
ახალი ამბები

ანტიმონოპოლიური სამსახური ბრიტანული და თურქული ავიაკომპანიებისთვის ლიცენზიების აღდგენას მოითხოვს

(თბილისი, 27 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა ამერიკის სავაჭრო პალატის თხოვნის საფუძველზე “ბრიტანეთის ავიახაზებისა” და “თურქეთის ავიახაზებისთვის” ლიცენზიის დროებით შეწყვეტის საკითხი განიხილა, რის შედეგადაც სამსახური პარლამენტისგან საკითხის ხელახლა განხილავს ითხოვს.

ანტიმონოპოლიური სამსახური ასევე მიმართავს სამოქალაქო ავიაციის დეპატრამენტს კომპანიებისთვის ლიცენზიების დროებით აღდგენის თხოვნით. ამის შესახებ სამსახურმა წერილობით აცნობა საქართველოს პრეზიდენტსაც.

ავიაკომპანიებს ლიცენზია საქართველოს პარლამენტის 27 თებერვლის დადგენილების შემდეგ შეუჩერდათ, რის საფუძველზეც კომპანიებს ეროვნულ ავიაკომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება და საგადასახადო დავალიანების გადახდა დაეკისრა.

სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
საქართველო აჩერებს ბრიტანეთის ავიახაზებისა და თურქეთის ავიახაზების რეისებს

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button