skip to content
ახალი ამბები

სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში

(თბილისი, 27 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – სომხეთის პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დღეს ორდღიანი ვიზიტით თბილისში ჩამოდის. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისი შეხვედრები პრეზიდენტ შევარდნაძესთან, საგარეო
საქმეთა მინისტრთან და სახელმწიფო მინისტრთან.

სომხეთის პრეზიდენტი ასევე შეხვდება საქართველოშიDმცხოვრები სომხური დიასპორის წარმომადგენლებს.

სომხეთის პრეზიდენტი და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. 

რობერტ ქოჩარიანმა შესაძლოა დააყენოს საკითხი საქართველოს (აფხაზეთის) გავლით რუსეთ-სომხეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button