skip to content
ახალი ამბები

პარლამენტი აფხაზეთის საკითხის განხილვას კვლავ ვერ ახერხებს

(თბილისი, 20 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტს დღევანდელ სხდომაზე აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხი უნდა განეხილა. დეპუტატებმა პროტესტი გამოხატეს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ სხდომის იგნორირების გამო. 

დეპუტატები ითხოვდნენ მთავრობის ყველა წევრის დასწრებას, მაშინ როცა მხოლოდ განსაკუთრებულ საქმეთა და უშიშროების მინისტრები, ასევე შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები ესწრებოდნენ სხდომას.

პარლამენტი 2003 წლის იანვრიდან მოითხოვს აღმასრულებელი ხელისუფლებისგან წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე.

საპარლამენტო ფრაქცია აფხაზეთი, რომელიც ძირითადად აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წამომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული, მიიღოს ნებისმიერი სხვა საკითხის განხილვაში მონაწილეობის წინააღმდეგია, სანამ არ განიხილება აფხაზეთის საკითხი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button