ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრო ჩეჩენი მებრძოლების შესაძლო გადმოსვლის შესახებ

(თბილისი, 13 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს თავდაცვის მინისტრის აპარატის უფროსმა, პოლკოვნიკმა ალეკო მჭედლიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოსალოდნელია რუსეთიდან საქართველოში ჩეჩენი მებრძოლების გადმოსვლა.

სახელისუფლებო ბლოკის ერთ-ერთი ლიდერის ირინა სარიშვილი-ჭანტურიას განცხადებით, საქართველოს წინააღმდეგ მზადდება პროვოკაცია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე 1000-მდე შეიარაღებული ჩეჩენის გადმოსვლას ითვალისწინებს.

“ათასმა კაცმა არა, მაგრამ ჩეჩნების გარკვეულმა ჯგუფმა, შესაძლოა, მართლაც  გადმოკვეთოს საქართველო-რუსეთის საზღვარი”, – განაცხადა მჭედლიშვილმა.

მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს შეიარაღებული ჯგუფების შემოღწევა საქართველოში. თუმცა, მისი თქმით, ფინანსების უქონლობა ხელს უშლის ეფექტური ღომისძიებების განხორციელებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button