skip to content
ახალი ამბები

განახლდება მუშაობა ჩეჩენ ლტოლვილთა სამშობლოში რეპატრიაციასთან დაკავშირებით

(თბილისი, 25 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – პანკისის ხეობაში მყოფი ჩეჩენი ლტოლვილებიდან ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთმა ოჯახმა გამოთქვა სურვილი სამშობლოში დაბრუნებისა, – აცნობა 25 მარტს “სივიილ ჯორჯიას” საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოვალეობების შემსრულებელმა ოთარ ყეინაშვილმა.

“უახლოეს დროში განახლდება სამუშაოები პანკისის ხეობიდან ჩეჩენ ლტოლვილთა რეპატრიაციასთან დაკავშირებით. რუსეთის პრეზიდენტმა უკვე მისცა შესაბამისი დავალება საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს”, – განუცხადა ჟურნალისტებს 24 მარტს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ვლადიმირ რუშაილომ თავის ქართველ კოლეგასთან თედო ჯაფარიძესთან მოსკოვში გამართული შეხვედრის შედეგების კომენტირებისას.

რუშაილოს თქმით, მხარეთა ექსპერტები სიების შეჯერებას და ლტოლვილთა დაბრუნების ტექნიკური დეტალების შეთანხმებას დაიწყებენ.

2002 წლის აპრილში ჩატარებული განმეორებითი რეგისტრაციის შედეგებით, საქართველოში 4000-მდე ჩეჩენი ლტოლვილი იმყოფება, რომელთა უმრავლესობა პანკისის ხეობაშია განთავსებული. უახლოეს პერიოდში ლტოლვილთა კიდევ ერთი ხელახალი რეგისტრაცია ჩატარდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button