skip to content
ახალი ამბები

პარლამენტი საქართველო-აშშ-ის სამხედრო ხელშეკრულებას განიხილავს

(თბილისი, 21 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის დღევანდელ საგანგებო სხდომაზე საქართველო-აშშ-ის სამხედრო ხელშეკრულებას განიხილავენ.

ფრაქციები “მრეწველები”, “სოციალისტები”, “აღორძინება”, “ოცდამეერთე საუკუნე” და “ერთიანი საქართველო” ამ ხელშეკრულების რატიფიკაციის წინააღმდეგნი არიან.

ხელშეკრულების მიხედვით, ქართული მხარის თანხმობით ამერიკი ადმინისტრაციას საშუალება ეძლევა გამოიყენოს საქართველოს ტერიტორიები და შენობები ამერიკული სამხედრო და სამოქალაქო პერსონალისთვის, სატრანსპორტო საშუალებების, გემებისა და თვითმფინავებისთვის.

ამერიკელ სამხედროებს ასევე საშუალება ეძლევათ საქართველოს ტერიტორიაზე ატარონ იარაღი, მათვე ენიჭებათ საელჩოს ადმინისტრაციისა და ტექნოკური პერსონალის მსგავსი პრივილეგიები და იმუნიტეტი.

ამ პირობების გამო, დეპუტატების ნაწილი თვლის, რომ ხელშეკრულება ლახავს საქართველოს იმუნიტეტს.

რატიფიკაციის მომხრენი ამტკიცებენ, რომ რატიფიკაცია თუ არ მოხდა, საფრთხე შეექმნება “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის შემდგომ დაფინანსებას, რასაც აშშ-ის ადმინისტრაცია ახორციელებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button