skip to content
ახალი ამბები

შს მინისტრის მოადგილემ თანამდებობიდან გადადგომის განცხადება დაწერა

(თბილისი, 19 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ზურაბ ჩხაიძემ დღეს თანამდებობის დატოვების შესხებ განცხადება დაწერა.

“მან თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება პირადი ინტერესებიდან გამომდინარე დაწერა”, – აცნობა “სივილ ჯორჯიას” შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა პაატა გომელაურმა.

მისი თქმით, განცხადებაზე შს მინისტრს კობა ნარჩემაშვილს ამ დროისთვის ხელი ჯერ არ მოუწერია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button