ახალი ამბები

აზერბაიჯანელი, ქართველი და რუსი მესაზღვრეების ერთობლივი წვრთნები

(თბილისი, 26 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – 26-28 თებერვალს საქართველოს, აზერბაიჯანისა და რუსეთის სასაზღვრო სამსახურების საკომანდო-საშტაბო წვრთნები იმართება დაღესტანის ქალაქ კასპიისკში.

საქართველოს მხრიდან წვრთნებში მესაზღვრეთა სამი რაზმი იღებს მონაწილეობას, რომლებსაც საზღვრის დაცვის დეპარტამენტის შტაბის უფროსი კორნელი სალია ხელმძღვანელობს.

სამი ქვეყნის მესაზღვრეების შეხვედრისას განიხილავენ გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად საზღვრის გაძლიერების საკითხებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button