ახალი ამბები

შევარდნაძე სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

(თბილისი, 25 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის წევრებთან გუშინ საღამოს გამოართული შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა შევარდნაძემ მინისტრების საგანგებო სხდომა მოიწვია, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა. მისიის წევრებმა პრეზიდენტთან შეხვედრა დაგეგმილზე ადრე მოითხოვეს.

სავარაუდოდ, ეკონომიკური ბლოკის მინისტრების პრეზიდენტთან შეხვედრაზე სსფ-ის მისიის მიერ გაკეთებულ არასახარბიელო შეფასებების განხილვას მიეძღვნა.

სსფ-ის მისიის წევრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ საქართველოს საგადასახადო და ენერგოსისტემაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button