ახალი ამბები

ევროპარლამენტის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

(თბილისი, 24 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – 24 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში საქართველოში ვიზიტით იმყოფება ევროპარლამენტის წარმომადგენელთა დელეგაცია.

დელეგაცია ეწვევა პანკისის ხეობას და აფხაზეთს. აფხაზეთში დეკეგაციის წევრები სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

საქართველოში ვიზიტის დროს ევროპარლამენტის წევრები გეგმავენ შეხვედრას პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან.

დელეგაციამ უნდა მოამზადოს მოხსენება საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ, რომელიც ევროპარლამენტს მარტში წარედგინება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button