ახალი ამბები

შევარდნაძემ და პუტინმა აფხაზეთზე ისაუბრეს

(თბილისი, 19 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოსა და რუსეტის პრეზიდენტებმა ედუარდ შევარდნაძემ და ვლადიმირ პუტინმა 18 თებერვალს შემდგარი სატელეფონო საუბრის დროს აფხაზეთში შექმნილი სიტუაცია განიხილეს.

სახელმწიფო კანცელარიის ცნობით, რუსეთის პრეზიდეტმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს ხელისუფლების მიერ მიეღებული გადაწყვეტილება აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დსთ-ის ეგიდით მტოფი რუსეთის სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის ვადის გაგრძელების თაობაზე.

პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დროში შეხვდებიან და ორ ქვეყანას შორის ურთოერთობების მთავარ პრობლემებს განიხილავენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button