ახალი ამბები

აშშ და საქართველო დაკავებულთა მესამე მხარისთვის არგაცემაზე შეთანხმდნენ

(თბილისი, 11 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-მა და საქართველომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას დაკავებული მოქალაქეების სხვა მესამე ქვეყნისთვის ან საერთაშორისო სასამართლოსთვის არგაცემის შესახებ.

ამერიკის მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივნიოს თანაშემწემ შეიარაღებების საკითხებში სტეფან რეიდმეიკერმა. ხელმოწერა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა.

რეიდმეიკერმა 10 თებერვალს პრეზიდენტ შევარდნაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟირნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ს ასეთი ხელშეკრულება 21 ქვეყანასთან აქვს დადებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button