skip to content
ახალი ამბები

კავკასიის ქვეყნების პარლამენტის მეთაურთა შეხვედრა კისლოვოდსკში

(თბილისი, 8 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – კავკასიის რეგიონის ოთხი ქვეყნის – სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და რუსეთის პარლამენტების მეთაურები დღეს ერთმანეთს ხვდებიან კისლოვოდსკში.

ეს რიგით უკვე მესამე ასეთი შეხვედრაა, რომლების ინიციატორიც რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის – ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე სერგეი მირონოვი იყო. პირველი შეხვედრა სანკტ-პეტერბურგში შედგა, მეორე კი თბილისში.

კისლოვოდსის შეხვედრაზე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ.

სავარაუდოა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე შეხვედრის დღის წესრიგში აფხაზეთის პრობლემას წამოწევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button