ახალი ამბები

დაიღუპა სამხედრო ნაწილიდან გაქცეული ჯარისკაცი

(თბილისი, 4 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – 3 თებერვალს ახალციხეში განლაგებული ტავდაცვის სამინისტროს 22-ე ბრიგადიდან გაქცეული ჯარისკაცების დევნისას დაიღუპა ჯარისკაცი გიორგი გაგოშაშვილი.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ განაცხადა, რომ გაგოშაშვილი გუსინ საღამოს ახალციხის სამხედრო ნაწილიდან სხვა 10 ჯარისკაცთან ერთად გაიქცა.

საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურის ცნობით, გაქცეული დაიღუპა დადევნებული სამხედრო კომენდატურის თანამშრომლის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად. კომენდატურის თანამშრომელი დაკავებულია.

დაკავებულია ასევე კიდევ ერთი გაქცეული ჯარისკაცი. სამართალდამცავები სხვა 9 გაქცეულის ძებნას განაგრძობენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button